Tuesday, October 13, 2015

თამბაქოს მოხმარება

თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეაჯანმრთველობისთვის. ჯანმრთველობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 15 წლისაა და ამაზე უფროსი ასაკის დაახლოებიტ 1.3 მილიარდი მწეველია. მათი 4/5 დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობს.                                                                                     არსებული მონაცემებით სადღეისოდ თითქმის 5-ჯერ მეტი მამაკაცი ეწევა, (მათი 48%) ვიდრე ქალი (10%) ტუმცა ეს მონაცემები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა.                                                  ჩინეთში, მაგალითად, მამაკაცების 63% ეწევა, ქალების კი სულ 3.8%. და მაინც, ასეთი გენდერული გამსხვავებაა თურმე ეპიდემიის ადრეული საფეხურებისთვის არის დამახასიეთებელი და უფრო მეტად განვითარებად ქვეყნებშია გამოხატული. მოსალოდნელია, არსებული სხვაობა ქალებს და მამაკაცებს შორის ამოივსოს, რადგან სულ უფრო მეტი ქალი დაიწყებს მოწევას.
თამბაქოს პროდუქტების მოხმარება მსოფლიოში, ზოგადად, იზრდება, თუმცა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცირდება. ბოლო წლებში თამბაქოს მახმარებაზე უარი თქვა ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის მრავალმა სახელმწიფომ. სამაგიეროდ, გაიზარდა მისი მოხმარება სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით _ აზიაში. მსოფლიოს მწეველების თითქმის მესამედი დღეს ჩინეთში ცხოვრობს. ამ ქვეყანაში 300 მილიონი მწეველია, რაც აშშ-ის მთელი მოსახლეობის ტოლფასი გახლავთ. ამრიგად, ეპიდემია განვითარებადი ქვეყნებისკენ გადაინაცვლებს. მსოფლიოში მწეველთა 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონექვეყნების მკვიდრია.                                                                                                                                                                თამბაქოს მოხმარების ეკონომიკური შედეგი გამაოგნებელია. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადების მკურნალობისთვის გაწეულ უზარმაზრ ხარჯებთან ერთად (პირდაპირი ხარჯები) თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანება მიზეზია უზარმაზარი ეკონომიკურიპერსპექტივის დანაკარგისა (არაპირდაპირი ხარჯები) _ ამ სიკვდილიანობის ნახევარი ხომ საუკეთესო, ყველაზე ნაყოფიერ წლებზე მიდის.                                                                                                                                                             თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დანაკარგი არ არის განსაზღვრული (არასრული მონაცემები გამო), მაგრამ ცნობილია, რომ ის ყოველწლიურად რამდენიმე ასულ მილიარდ დოლარს შეადგენს. ნიკოტინური დამოკიდებულობა ქრონიკული დაავადების თვისებების მატარებე